წარმოგიდგენთ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სასაწყობე ობიექტის ჭკვიან სიგნალიზაციას.
აღნიშნული აპლიკაცია მთლიანად თქვენ ვებ-ბრაუზერში მუშაობს და არ არის დაკავშირებული გარე სერვერებთან, მონაცემების შენახვაც უშუალოდ თქვენ მოწყობილობაზე (კომპიუტერი) ხდება. სიგნალიზაციის სისტემის დასაყენებლად, თქვენ დაგჭირდებათ 1 ვებ-კამერა და 1 კომპიუტერი. ვებ-კამერა შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერ ადგილზე სადაც გსურთ და საჭიროების შემთხვევაში სტანდარტულზე უფრო გრძელი სპეციალური (დამაგრძელებელი) USB სადენით დაუკავშიროთ თქვენ კომპიუტერს. კომპიუტერში უბრალოდ უნდა გათიშოთ ავტომატური დაძინების ფუნქცია, შემდეგ გახსნათ ინტერნეტ-ბრაუზერი, გადმოხვიდეთ ამ გვერდზე და დააწვეთ კამერის მაჩვენებელ მწვანე ღილაკს. სიგნალიზაცია მანამდე იქნება გააქტიურებული, სანამ ბრაუზერი ღიაა, ხოლო კომპიუტერი ჩართული. საკმარისია ბრაუზერი დახუროთ ან დახუროთ აღნიშნული გვერდი, სიგნალიზაციის აპლიკაცია გაითიშება და მონაცემებიც წაიშლება. დაფიქსირებული მონაცემების სანახავად, დააწექით კამერის მაჩვენებელი მწვანე ღილაკის გვერდზე მყოფ წითელ მონაცემთა ამოღების ღილაკს და თქვენ თვალწინ ჩამოიწერება ყველა იმ დაფიქსირებული სუბიექტის თუ ობიექტის ვინაობა და დაფიქსირების დრო, რომლებიც გადაადგილდებოდნენ ვებ-კამერის მონიტორინგის არეალში. ადამიანების დაფიქსირების შემთხვევას, აპლიკაცია შესაბამისი სიგნალის გამოცემით გაგაგებინებთ.
Name | Percentage | Time | Date |
---|