წარმოგიდგენთ კაფე-რესტორნის სალაროს პროგრამას, რომელიც მთლიანად თქვენ ვებ-ბრაუზერში მუშაობს და არ არის დამოკიდებული ცენტრალურ სერვერზე. მონაცემების შენახვაც კონკრეტულად თქვენ მოწყობილობაზე ხდება (კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, პლანშეტი და ა.შ.). აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა არის აბსოლუტურად უფასო და შეუზღუდავი. ეს ღონისძიება ემსახურება იმას, რომ მოხდეს საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ხელშეწყობა.